შეფასების რუბრიკები
ჯგუფური მუშაობა
1-3 | 4-5 | 6-7 | 8-10 |
არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, არ ასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ ინტრუქციებს. | ჯგუფურ მუშაობაში იშვიათად ერთვება | აქტიურად მუშაობს, მაგრამ არ თანამშრომლობს სხვებთან | აქტიურად ასრულებს მიცემულ დავალებას, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან |
არ იზიარებს არავის მოსაზრებას | ისმენს სხვის მოსაზრებას, მაგრამ იშვიათად ითვალისწინებს მათ აზრს | ხშირად ისმენს და იზიარებს სხვების აზრს | ყოველთვის ისმენს სხვის მოსაზრებას, პატივს სცემს განსხვავებულ აზრს |
პრეზენტაციისას უჭირს საკითხის არსებითი წარმოჩენა | პრეზენტაციისას ზოგჯერ შეუძლია საკითხის წარმოჩენა | პრეზენტაციისას კარგად შეუძლია საკითხის წარმოჩენა | პრეზენტაციისას ყოველთვის შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა |
ჩართულობა
1-3 | 4-5 | 6-7 | 8-10 |
ვერ ფლობს მათემატიკურ ტერმინს, აღნიშვნებს, სიმბოლოებს | ვერ იყენებს ზოგიერთ მათემატიკურ ტერმინს, სიმბოლოს, აღნიშვნას | კარგად იყენებს მათემატიკურ ტერმინს, სიმბოლოს, აღნიშვნას | ყოველთვის ადექვატურად იყენებს მათემატიკურ ტერმინს, სიმბოლოს,
აღნიშვნას |
დასკვნის გამოტანა არ შეუძლია | გაკეთებული დასკვნის ნაწილი არ არის მართებული | კარგად აკეთებს ძირითად დასკვნებს | ყოველთვის დამაჯერებლად აკეთებს დასკვნებს |
აზრს სწორად ვერ გადმოსცემს | თხრობისას ხშირად სჭირდება სხვისი დახმარება | კარგად გადმოსცემს აზრს, მაგრამ არ არის თავდაჯერებული | ლოგიკურად მსჯელობს, აწობს აზრს და დაჯერებულია თავის ცოდნაში |
პრეზენტაცია
1-3 ქულა - არ შეუძლია თემის გასაგები წარმოდგენა, ვერ აკეთებს დასკვნებს
4-5 ქულა - შეუძლია მარტივი მათემატიკური ობიექტის სახელწოდებისა და ძირითადი თვისებების გადმოცემა, დასკვნები გაუგებარი და ალოგიკურია
6-7 ქულა - შეუძლია მათემატიკური ობიექტის სახელწოდებისა და ძირითადი თვისებების გადმოცემა, ინფორმაციის გადმოცემისას საკითხის არსის წარმოჩენა, დასკვნები გასაგებია და ლოგიკური
8-10 ქულა - შეუძლია სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია, მასზე მსჯელობა, ერთმანეთთან დაკავშირება, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა და საკითხის გათვალისწინებით. იყენებს თვალსაჩინოებას, პასუხობს აუდიტორიის კითხვებს |
Комментариев нет:
Отправить комментарий