გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის მთავარი თემა
საქართველოს დაცული ტერიტორიები
სწავლების საფეხური
საბაზო-მე-9 კლასი
მოსწავლრეთა  პროფილი
24 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გააცნობიერებენდაცული ტერიტორიების შექმნის მნიშვნელობას,როგორც უნიკალური და გადაშენების პირას მისული ცხოველთა და მცენართა სახეობების დაცვის მიზნით, ასევე რეკრეაციული გამოყენების  თვალსაზრისით.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზანი მღწეულია თუ,მოსწავლე აანალიზებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ფორმების არსებობის  მნიშვნელობას,რუკების გამოყენებით მსჯელობს მათი განვითარების პერსპეკტივებზე.
გეო.9 .4 .აანალიზებს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების  წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენულ წყაროებს.
შედეგი მიხწეულია თუ:
მოსწავლე ,სხვადასხვა ტიპის  გეოგრაფიული საშვალებების  დახმარებით მსჯელობს საქართველოში დაცული ტერიტორიების  განაწილებაზე ,შექმნის მიზეზებზე და ადგენს შესაბამის  რუკებს.
წინასწარი ცოდნა
იციან საქართველოს ფიზიკური რუკა,საქართველოში გავრცელებული მცენარეთა და ცხოველთა სახეობები,ასევე გადაშენების პირას მისული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეების შესაფასებლად ვიყენებ შეფასების რუბრიკას-განმსაზღვრელს და განმავითარებელს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახემძღვანელო,რუკა,პროექტორი,კომპიუტერი,დაფა ,ცარცი,ატლასი.
გაკვეთილის მსვლელობა
მისალმება,საორგანიზაციო საკითხები-2-წთ.
ნასწავლი მასალის გამოკითხვა-8-წთ.
  • ელექტრონული ვერსიით ვაჩვენებ მსოფლიოში ცნიბილ დაცულ ტერიტორიებს მაგ: აშშ-იელოუსთოუნის ეროვნული პარკი,ტანზანიის და კენიის ეროვნული პარკებს,ვსვამ შეკითხვას,იცით თუ არა რამე საქართველოში არსებულ  დაცულ ტერიტორიებზე და რისთვის და რატომ იქმნება დაცული ტერიტორიები.
  • ახალი მასალის ახსნა -ვუმარტავ მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას ,ვაჩვენებ რუკაზე , ვუხსნი რითია გამორჩეული თითოეული მათგანი,რომელ დაცულ ტერიტორიაზე რა სახეობის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებია დაცული.ვაჩვენებ პროექტორით ფოტო მასალას.-8წთ.
  • კითხვა - პასუხით და მსჯელობით ვარკვევ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ახალი მასალა.-4 წთ.
  • კლას ვყოფ ორ ჯგუფად ,თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განსხვავებულ დავალებას.პირველ ჯგუფს ვავალებ ამოწერონ რუკის დახმარებით აღმოსავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიები, მეორე ჯგუფს კი- დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები.-8წთ.
  • ნამუშევრების პრეზენტაცია-5-წთ.
  • საშინაო დავალება -დაიტანონ კონტურულ რუკაზე საქართველოს დაცული ტერიტორიები.-2-წთ.
  • შეფასება-3-წთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий